მექსიკა და ბოლივია
მექსიკაში და ბოლივიაში ახალი წელი სასიამოვნო და სახალისოა, თუმცა არანაკლებ უცნაური, ახალ წელს ამ ორ ქვეყანასი ფერადი ტრუსებით ხვდებიან, მექსიკაში ვისაც სურს, რომ მომავალ წელს იპოვოს საბედო იცვამს წითელ ტრუსს, თუ სურს რომ უბრალოდ ბედნიერი წელი ჰქონდეს იცვამს ყვითელს, ბოლივიაში ტრადიცია ძალიან მსგავსია, თუმცა განსხვავება დროშია, ბოლივიელებს სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე თუ სწრაფად გაიქცევიან და გამოიცვლიან თავიანთ ტრუსებს მით უკეთეს ახალი წელი ექნებათ.
ტაილანდი
იტალია
ტემპერამენტიანი იტალიელები ახალ წელს ცდილობენ რაც შეიძლება მეტი არასაჭირო და ძველი ნივთ გდააგდონ ფანჯრიდან.
მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მეტ ნივთს გადაყრიან და გაატანენ ძველ წელს, მით მეტი სიმდიდრისა და ბარაქის მომტანი იქნება ახალი წლი.
ასე რომ თუ იტალიაში მოხვდებით ამ დროს ნუ გაივლით ქუჩაში თორემ შეიძლება ძველმა ლოგინმა ან მაგიდამ გიმსხვერპლოთ.
ეკვადორი
ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია, როდესაც ვინმე თქვენ ფოტოს წვავს, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში აღნიშნული ფაქტი ნამდვილი დღესასწაულია, ადგილობრივები აგროვებენ სურათებს, რომლებზეც წინა წლის მოვლენები და ფაქტებია ასახული, აგროვებენ და წვავენ, ეს კი ძველთან და არასასიამოვნოსთან განშორების სიმბოლოა.
დანია
დანიაში ახალ წელს ჭურჭლის მტვრევით ეგებებიან. უფრო უცნაური კი ის არის, რომ დანიელები ჭიქებს და თეფშებს მეზობლის სახლის კარს ესვრიან. ოჯახისთვის,რომლის სახლის კართანაც ყველაზე მეტი დამტვრეული ჭურჭელი მოგროვდება, შემდეგი წელი ბედნიერი იქნება.
No comments:
Post a Comment